1. ატომური ენერგეტიკის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გარემოს რადიაქტიური დაბინძურება ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 241. ატომური ენერგეტიკის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევა 1. ატომური ენერგეტიკის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გარემოს რადიაქტიური დაბინძურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(32)
- საქმე №2კ-225-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2013
…აღკვეთა. მ. ქ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან. (მ.ქ-ა ადრე ოთხჯერ ნასამართლევია: 1) მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1982 წლის 29 მარტის განაჩენით, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2) მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1984 წლის 19 აპრილის…
- საქმე №26აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2012
მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, ხოლო 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-238აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2009
წელს, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის II და იმავე მუხლის III ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით…
- საქმე №2კ-2236აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2008
1985 წლის 15 იანვარს ამავე რაიონის სასამართლომ იგი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №36საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2007
ბ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I, IV პუნქტებით – 12 წლით, სსკ-ის 241-ე მუხლის I ნაწილით – 2 წლით, სსკ-ის 17, 92-ე მუხლის II, III ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) – 6 წლით და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-330აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2005
- საქმე №2კ-246აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2004
- საქმე №2კ-269დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2004
- საქმე №2კ-37აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2004
- საქმე №2კ-144კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2003
- საქმე №2კ-251აპ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2003
- საქმე №2კ-122აპ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2001
- საქმე №2კ-24-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2001
- საქმე №2კ-64აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.06.2001
- საქმე №2კ-33-აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2001
- საქმე №2კ-133-აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2001
- საქმე №2კ-17დად.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2000
- საქმე №3კ-385-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2000
- საქმე №2კ-30აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2000
- საქმე №2კ-27აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2000
- საქმე №2კ-29საზ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.03.2000
- საქმე №2კ-1-I-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2000
- საქმე №2კ-7აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2000
- საქმე №2კ-8აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2000
- საქმე №2კ-49დად.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2000
- საქმე №2კ-228საზ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2000
- საქმე №2კ-217საზ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2000
- საქმე №2კ-183კოლ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.01.2000
- საქმე №2კ-157-საზ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2000
- საქმე №330100118002579624 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2019
- საქმე №330100118002579624 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330310018002315094 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება