1. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 242. აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის დარღვევა 1. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №7I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2010
ს-ი ცნობილ იქნა ბრალეულად უზბეკეთის რესპუბლიკის სსკ-ის 242-ე მუხლის I ნაწილით, 2441-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ და 159-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 2442-ე მუხლის I ნაწილით, 223-ე მუხლის II ნაწილის…
- საქმე №2კ-290დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2003
ბ-ს სარჩელის საფუძველზე მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სსკ-ს 242-ე მუხლის “დ” პუნქტით შეწყდა წარმოებით, ხოლო მ. ა-ს დაეკისრა ა. ბ-ს სასარგებლოდ ერთოთახიანი ბინის შეძენა დიღმის მასივში, იმავე კორპუსში, დაბალ სართულზე, მისი ნივთების დაბრუნება და თემქის დასახლებაზე არსებული ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა.
- საქმე №2კ-289დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2003
ცერცვაძე), იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 242-ე მუხლით, გამოიტანა დადგენილება და ამ სასამართლო გადაწყვეტილებით დაადგინა: ზ. გ-ს უარი ეთქვას მის მიერ გაშვებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2003წ.
- საქმე №2კ-149დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2003
სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ, იხელმძღვანლა რა საქართველოს სსკ-ს 242-ე, 243-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ კ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
- საქმე №2კ-55დად.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2000
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ ყურადღება არ გაამახვილა საქართველოს სსკ-ის 242-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნაზე, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
- საქმე №330100118002579624 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2019
- საქმე №330100118002579624 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება