1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 239. ხულიგნობა 1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(820)
- საქმე №2კ-23-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად…
- საქმე №2კ-1143აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; 2.2. მ. გ–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
- საქმე №2კ-1031აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2026
ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
- საქმე №2კ-795აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
ბ–ამ ჩაიდინა ხულიგნობა, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 25 აგვისტოს, დღის საათებში, მ.
- საქმე №2კ-742აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმეზე გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. 5. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2022 წლის 14 ივლისს, 05:45 საათზე,..., ა.
- საქმე №2კ-564აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №2კ-330აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №2კ-411აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №2კ-243აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
- საქმე №2კ-187აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2025
- საქმე №2კ-71-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-206-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-204-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №2კ-193-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2024
- საქმე №2კ-1065აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №2კ-940აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №2კ-683აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №2კ-314აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2024
- საქმე №2კ-585აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2024
- საქმე №2კ-211აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
- საქმე №2კ-169აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2024
- საქმე №2კ-13აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №2კ-1277აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2024
- საქმე №2კ-1199აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2024
- საქმე №2კ-963აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2023
- საქმე №2კ-475აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-337(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №2კ-327აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2023
- საქმე №2კ-940აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2023
- საქმე №2კ-1317აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2023
- საქმე №ას-1121-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №2კ-1019აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2023
- საქმე №33აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
- საქმე №2კ-919აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №2კ-54-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №2კ-790აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
- საქმე №21აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2022
- საქმე №2კ-817აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2022
- საქმე №34აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 820-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება