მასობრივი განადგურების იარაღის ან მისი გადაზიდვის საშუალების, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი, რომლის მიმართაც დადგენილია სპეციალური საექსპორტო კონტროლი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-40-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არის შემდეგი: 2021 წლის 12 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებითა (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) და სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, გადატანა, ტარება, დანაშაულის ორი ეპიზოდი) ჩადენაში ბრალდებულ კ.
- საქმე №2კ-45-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2022
ხ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2022 წლის 30 მარტის დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 34-104-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გასაღება,…
- საქმე №2კ-35-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2017
ა-ს ბრალად ედება ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ)…
- საქმე №2კ-27-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2011
რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, 28-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 222-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. 2010 წლის 8 თებერვალს ვ. პ-ი მიცემულ იქნა პასუხისგებაში ზემოაღნიშნული ბრალდებით და 2010 წლის 2 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
- საქმე №2კ-22-I-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2009
მ-ი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ს/რ სსკ-ის 34, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 პუნქტით, 235-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სომხეთის რესპუბლიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის დადგენილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
- საქმე №ა-336-შ-26-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2007
- საქმე №2კ-112კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2003
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება