შუამდგომლობა

სამოქალაქო 23.04.2007
საქმის ნომერი
ა-336-შ-26-07
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ა-336-შ-26-07 23 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-ა

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენი

დავის საგანი – ჯარიმის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ა-ა ბრალდებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე და 235-ე მუხლებით და სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენით შეეფარდა ჯარიმა 300,000 დრამის ოდენობით.

შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ძალაში შევიდა და აღსრულდა 100,00 დრამის ნაწილში.

სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული შუამდგომლობით სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-მა მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც ვ. ა-ს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად შეეფარდა ჯარიმა 300,000 დრამის ოდენობით.

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები სამართლებრივ დახმარებას უწევენ ერთმანეთს საპროცესო და სხვა მოქმედაებათა შესრულებით, რაც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, კერძოდ: სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებისა და სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენებზე.

მითითებული კონვენციით განსაზღვრულია მხარეთა შორის სამართალდახმარების ფარგლები და იგი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე დაკისრებული ჯარიმის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 71-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე მ. ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.