ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №2კ-584აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2024
წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 (ათასი) ლარი.
- საქმე №2კ-358აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2021
წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლზე (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია). მ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი…
- საქმე №41აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2020
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
- საქმე №2კ-57აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2020
უ-ას წარუდგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25-ე, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 226-ე მუხლით (2 ეპიზოდი); ამ საქმეზე გ. უ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.
- საქმე №2კ-81აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2018
საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლით შერაცხულ დანაშაულის ეპიზოდში, ასევე სსკ-ის 226-ე, 156-ე და 161-ე მუხლებით შერაცხულ ეპიზოდებში, ხოლო სსკ-ის 150-ე, 178-ე და 181-ე მუხლებით შერაცხული ეპიზოდების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 184-ე მუხლზე და ამ მუხლის…
- საქმე №69აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2017
- საქმე №1393აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2014
- საქმე №1060აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2014
- საქმე №2კ-604-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2013
- საქმე №2კ-58აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №2კ-760აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2010
- საქმე №2კ-1468აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2008
- საქმე №17I · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
- საქმე №2კ-17-I-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
- საქმე №2კ-453აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2007
- საქმე №ა-336-შ-26-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2007
- საქმე №2კ-598აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2007
- საქმე №2კ-24კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2005
- საქმე №2კ-518დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2005
- საქმე №330100114448513 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.02.2020
- საქმე №010100107216100 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №010100107216100 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №010100117001965236 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330100118002642996 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №010100117001965236 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება