1. საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №2კ-2-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №- სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებითა (პირის პროსტიტუციაში ჩაბმა, პროსტიტუციის იძულება, პროსტიტუციაში შუამავლობა ან პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა – 9 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 220 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა).
- საქმე №2კ-39-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2024
ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის საქმიანობის წახალისება, ხელშეწყობა, ადგილის გამოყოფა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-53-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2020
…2012 წლის 18 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
- საქმე №2კ-44-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2020
სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა/პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
- საქმე №2კ-34-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა), 227-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ადიამანის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განაჩენის აღსრულების მიზნით.
- საქმე №2კ-17-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2019
- საქმე №2კ-12-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №2კ-1074აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2011
- საქმე №2კ-1-I-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2007
- საქმე №3გ-ად-311-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2003
- საქმე №3გ-ად-174-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2002
- საქმე №330802219002946125 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №330802219002910080 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №330802219002866446 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება