1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4981 - ვებგვერდი, 14.07.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.07.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.07.2011 კანონი №4981
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №2კ-843აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით; განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
- საქმე №2კ-99-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
…შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;
- საქმე №2კ-258აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2025
ჭ–მა და ლ. ს–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე, დაზიანდა შენობის შესასვლელი კარი და გარე ფასადი, რითაც კომპანია „ლ–რ ბ–სს“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. 1.2 მ. ფ–ე (პირადი ნომერი:............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით: 1.2.1 2024 წლის 03 იანვარს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ.
- საქმე №2კ-43აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2025
მ–მა – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით: 2.1.
- საქმე №2კ-210აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.06.2024
…ნომერი:.............), ე. ა–ე (პირადი ნომერი:............), ი. ჭ–ე (პირადი ნომერი:...........), თ. ჭ–ე (პირადი ნომერი:.............), თ. ჭ–ე (პირადი ნომერი:..........), გ. ჭ–ე (პირადი ნომერი:...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.
- საქმე №2კ-694აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №2კ-602აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №2კ-397აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2023
- საქმე №2კ-478აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2023
- საქმე №2კ-202აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2023
- საქმე №2კ-1130აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №2კ-918აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2023
- საქმე №2კ-961აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №2კ-468აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №2კ-358აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2021
- საქმე №2კ-288აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2018
- საქმე №2კ-566აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2018
- საქმე №2კ-2193აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2008
- საქმე №2კ-1769აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2008
- საქმე №2კ-200კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2006
- საქმე №3გ-ად-311-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2003
- საქმე №010100117001906437 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №010100117001906437 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
- საქმე №010100117001965236 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №010100117001965236 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება