1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2016 წლის 13
აპრილის კანონი
№
4959
- ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3293 – ვებგვერდი, 06.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.06.2023 კანონი №3293
- 13.04.2016 კანონი №4959
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-125-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლიობაში, 234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით.
- საქმე №2კ-230დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2003
პროკურორმა წარმოადგინა სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაული, რაც განსაზღვრულია სსკ-ს 232-ე, 234-ე და 341-ე მუხლებით. პროკურორმა აღნიშნა, რომ სსკ-ს 232-ე მუხლი ეხება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას, ხოლო 234-ე მუხლით კი გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება