საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 172. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება 1. საბაჟო ორგანოსთანპროცედურის/რეექსპორტის შეუთანხმებელიპირობების ქმედებადარღვევა ან საბაჟოსხვა პროცედურისქმედება, პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, – იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-626(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
…ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება იწვევდა ვალდებული პირის დაჯარიმებას (ამჟამად ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს 28.06.2019წ. საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი). სადავო ოქმების მიხედვით, შპს „ჯ...ი“ ახორციელებდა მეთანოლის (მეთილის სპირტი), პროპილენის და ბუტანის გადაზიდვას.
- საქმე №ბს-532-532(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
…ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 %-ის ოდენობით (ამჟამად ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს 28.06.2019წ. საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი). შპს „...ი“ ახორციელებდა პირდაპირი გამოხდის ბენზინის - ნაფტას გადატვირთვას. სწორედ აღნიშნულ ნავთობპროდუქტთან მიმართებით დაფიქსირდა საგადასახადო ორგანოების მიერ დანაკლისის არსებობა და შედგა სადავო სამართალდარღვევის ოქმები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება