1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 171. საბაჟო პროცედურისპროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა 1. საბაჟო პროცედურისპროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ გამოიყენება,დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-745(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…12..., 0.7ლ.-იანი 675...) საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, 2020 წლის 25 თებერვალს შპს „...ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადად განესაზღვრა 10 დღე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება