საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 165. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ გამოიყენება,დაეკისრება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურისპროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
ბ-ი არ გამოცხადდა საბაჟო კონტროლის ზონაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; ე) 2018 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ.
- საქმე №ბს-214(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
…საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კი 2022 წლის 27 მაისს დაუსწრებლად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლითაც ტ.ბ-ეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-327(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი შესწავლის პროცესში, საგადასახადო ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, ასევე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება