1. ექსპორტის პროცედურა დასრულდება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
2. საქონელი, რომელზედაც წარდგენილია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 120 დღეში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს 5 დღეში წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გატანისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 159. ექსპორტის პროცედურის დასრულების პირობები 1. ექსპორტის პროცედურა დასრულდება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. 2. საქონელი, რომელზედაც წარდგენილია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს ექსპორტისსაქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 120 დღეში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს 5 დღეში წარუდგინოს შუამდგომლობა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გატანისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ. თავი XXVIII. რეექსპორტი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება