1. დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა შეამციროს ან 60 დღით გაზარდოს.
3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.
4. საქონელი, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა, გარდა ექსპორტის პროცედურისა, შესაბამისი პირის მოთხოვნით საბაჟო საწყობში შეიძლება შენახულ იქნეს დროებით, არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის პროცედურის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა.
5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. საქონლის დროებით შენახვის დასრულება 1. დროებით შენახული უცხოური საქონელისაქონლის მიმართ საბაჟო პროცედურაშიპროცედურის უნდაგანსაზღვრისთვის მოექცეს ან მისირეექსპორტის რეექსპორტიგამოყენებისთვის უნდააუცილებელი განხორციელდესსაბაჟო ფორმალობა 30 დღეში.დღეში უნდა განხორციელდეს. 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა შეამციროს ან 60 დღით გაზარდოს. 3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა. 4. საქონელი, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა, გარდა ექსპორტის პროცედურისა, შესაბამისი პირის მოთხოვნით საბაჟო საწყობში შეიძლება შენახულ იქნეს დროებით, არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის პროცედურის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა. 5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება