1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს.
2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა 1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება. ეს ცვლილება არშეიტანოს. შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. 2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა. 3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. 4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება