1. ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით.
3. დაინტერესებული პირის თანხმობის არარსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააგენტო მიმართავს სასამართლოს.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელია სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-989(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების…
- საქმე №ბს-983(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების…
- საქმე №ბს-1215(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
…განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. იმავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ…
- საქმე №ბს-46(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
…განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. იმავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ…
- საქმე №ბს-1085(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
…განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. იმავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ…
- საქმე №330310014648413 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №030310519002812641 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №101212618002426607 · ჭიათურის მაგისტრატი სასამართლო · 15.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება