1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.
2. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-989(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-235(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2025
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.
- საქმე №ბს-1113(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
სააპელაციო სასამართლოს მითითბით, მართალია, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც სადავო ჩანაწერის განხორციელებისას, ასევე ამჟამად მოქმედი,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ მითითებული კანონის 86.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის ბათილად ცნობა ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
- საქმე №330310015001168297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
…სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა. ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
- საქმე №030310519002819885 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
…მქონე ფაქტის დადგენა საფუძველს იყო მოკლებული და მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის რეგისტრაციით დარღვეულ იქნა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს სასამართლო.
- საქმე №080210017002119140 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №080310017002215145 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №080310018002380565 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2018
- საქმე №080310017001946023 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება