1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ:
ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ მომხდარა. [მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა. 2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ. (ამოქმედდეს 2012 წლის 26 ივნისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-46-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…ფაქტს; სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; 15. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას…
- საქმე №330310016001611868 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
…ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ხოლო 50-ე მუხლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო ასაკი და თანხმობა. მითითებული კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ…
- საქმე №330210018002535887 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
სააგენტოს თბილისის სრ სამსახურის მიერ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე და 85-ე მუხლების თანახმად, 2--- წლის 0- ივლისს განხორციელდა ქორწინების აქტის ხელახალი რეგისტრაცია (აქტის N0----------).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება