1. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
3. თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
4. თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და ამ ორგანოს სამოქმედო ტერიტორია არ შედის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არც ერთი სხვა ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ნებისმიერი ორგან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-235(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2025
ხოლო, ამავე კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტი უთითებს, რომ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
- საქმე №ბს-436(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
…მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. ხსენებული კანონის 87-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით კი განსაზღვრულია, რომ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება