თავი IX — სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ;
გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №ბს-1339(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2026
კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის თანახმად, შესწორება გულისხმობს არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში.
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-9 და 79-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახეზეა უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის საფუძველზეც არსებობდა მ.ქ-ას დაბადების და ქორწინების სააქტო ჩანაწერებში შესწორების შეტანის წინაპირობები.
- საქმე №ბს-493(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-9, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლები, დეტალურად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს/ აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები.
- საქმე №ბს-989(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…ნაწილში არსებულ ჩანაწერს. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა;
- საქმე №ბს-235(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2025
…განხორციელება. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
- საქმე №ბს-1333(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-390(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
- საქმე №ბს-798(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-573(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ბს-63(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2021
- საქმე №ბს-664(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2020
- საქმე №ბს-1206(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.08.2020
- საქმე №020310018002539461 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2019
- საქმე №330310018002307533 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №330310016001413382 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330310018002261653 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330310019002910306 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.04.2020
- საქმე №330310019003189446 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.12.2019
- საქმე №240310016001367217 · სენაკის რაიონული სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №020310018002547000 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330310018002769648 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310018002659808 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №200310018002546643 · თელავის რაიონული სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310018002685888 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №020310018002539461 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330310018002329130 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.07.2018
- საქმე №200310017002096022 · თელავის რაიონული სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №010310017001799505 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება