თავი IX — სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები;
ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია;
გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
ვ) გვარის დადგენა;
ვ1) გვარის კანონიერად აღიარება;
ზ) (ამოღებულია - 17.09.2024, №4442);
თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ;
ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია;
კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 17.09.2024 კანონი №4442
- 27.06.2018 კანონი №2636
- 04.05.2017 კანონი №749
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები; ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია; გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში; დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში; ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია; ვ) გვარის დადგენა; ვ1) გვარის კანონიერად აღიარება; ზ) სქესის(ამოღებულია შეცვლა- –17.09.2024, თუ№4442); სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა; თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ; ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია; კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-493(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-9, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლები, დეტალურად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს/ აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები.
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის" 58-ე, 59-ე მუხლებზე.
- საქმე №ა-4985-შ-135-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2023
…კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი. იმავე კანონის 78-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია შემდეგი გარემოების არსებობა: სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
- საქმე №ბს-573(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2021
ამდენად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ჩანაწერში სამოქალაქო აქტების კანონის 78-ე და 79-ე მუხლის გათვალისწინებული შესწორებისა ან ცვლილების შეტანის საფუძველი. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის…
- საქმე №ბს-1206(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.08.2020
ამდენად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ჩანაწერში სამოქალაქო აქტების კანონის 78-ე და 79-ე მუხლის გათვალისწინებული შესწორებისა ან ცვლილების შეტანის საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოყვანილი აქვს არგუმენტად, რომ თ.
- საქმე №ბს-579-579(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2019
- საქმე №330310018002307533 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება