1. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;
ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპული პირის გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თუ მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს პირის გარდაცვალების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2617 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4093 – ვებგვერდი, 28.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4093
- 27.06.2018 კანონი №2617
- 26.07.2017 კანონი №1263
- 27.05.2016 კანონი №5101
- 08.07.2015 კანონი №3946
- 06.09.2013 კანონი №1023
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები 1. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ; ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპული პირის გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. თუ მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს. 5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს პირის გარდაცვალების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №160310016001237428 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
…უარის თქმის მოტივად მითითებული გარემოების გამორიცხვის პირობებში, სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, არსებობს თუ არა სხვა სახის საკანონმდებლო შეზღუდვა, რაც გამორიცხავს რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
- საქმე №200310018002546643 · თელავის რაიონული სასამართლო · 28.12.2018
…გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. 2. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში. ამავე კანონის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების ერთერთი დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება