1. სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
2. გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).
3. პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ:
ა) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია, გარდა ამ კანონის 671 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1725 – ვებგვერდი, 25.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.04.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 18.04.2018 კანონი №2149
- 14.12.2017 კანონი №1725
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 68. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა 1. სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. 2. გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი). 3. სახელისაპირის დასახელის ან/და გვარის შეცვლა,შეცვლა/გვარის გვარისდადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის დადგენაშეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუთუ: პირია) ეჭვმიტანილიასახელის დანაშაულისან/და ჩადენაშიგვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია, გარდა ამ კანონის 671 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა; გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310014587866 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
მოცემულ შემთვევაში მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას საფუძლად დაედო,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება