1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.
2. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. გვარის ნამდვილად ცნობა 1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება ცნობილ იქნეს ნამდვილად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. 2. გვარის ნამდვილად ცნობა დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლისა პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტებს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს. [მუხლი 66. გვარის კანონიერად აღიარება 1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. 2. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს. (ამოქმედდეს 2012 წლის 26 ივნისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
კასატორი მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ანალოგიის წესით უნდა გავრცელდეს მოცემულ შემთხვევაზეც და სახელი - "ნუ.
- საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება