1. მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი. ამასთანავე, მას შეუძლია განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.
2. განქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ განქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება და განქორწინებისას მეუღლის/მეუღლეთა მიერ გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.04.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.04.2018 კანონი №2149
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1216-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
…ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე, ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. 8. ამავე კანონის 59.1 მუხლის თანახმად კი, მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი.
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის" 58-ე, 59-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის Nბს-390(კ-21) განჩინება, რომელშიც საკასაციო…
- საქმე №ბს-1206(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.08.2020
აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორები (მოპასუხეები) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-82-ე მუხლებზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების 56-ე და 59-ე მუხლებზე მითითებით განმარტავენ, რომ, მართალია, სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, თუმცა ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი არ მოქმედებს შესწორების საქმისწარმოებისას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება