1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
2. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი თითოეული მეუღლის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი ან მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება.
4. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2018 კანონი №2636
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ 1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. 2. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა. 3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი თითოეული მეუღლის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი ან მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება. 4. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის" 58-ე, 59-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის Nბს-390(კ-21) განჩინება, რომელშიც…
- საქმე №ას-1444-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად კი, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
- საქმე №190310019002825757 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის…
- საქმე №411210019002828216 · კასპის მაგისტრატი სასამართლო · 04.03.2019
…შვილის ინტერესების დაცვა ევალება ორივე მშობელს, მიუხედავად მათი ქორწინება იქნება თუ არა რეგისტრირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
- საქმე №050210018002714670 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 14.02.2019
სასამართლო მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის, 58-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
- საქმე №050210018002723026 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №511210018002645746 · ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №140210018002388653 · გორის რაიონული სასამართლო · 07.06.2018
- საქმე №101210018002374910 · ჭიათურის მაგისტრატი სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №050210017002219789 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.03.2018
- საქმე №050210018002250309 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება