1. განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
2. განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს, თუ ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ასევე თუ ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
4. განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-1444-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
…მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით: საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით, ვინაიდან „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განქორწინებისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების…
- საქმე №ა-3770-შ-104-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2016
…ითხოვს, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელებული იყო საქართველოში, ქ. ბათუმში (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება.
- საქმე №010210018001872378 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
ლომ მიუთითა: ბავშვის უფლებათა კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები, ასევე,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 55-ე და 61-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლი. ხ------- ს--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: ფაქტობრივი საფუძვლები: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე/მოპასუხე ხ------- ს--–------ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
- საქმე №330210118002662492 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
…დ-------------------ი მ----------------–---–ი განქორწინდნენ 2----–-–----------------–ს, რასაც ადასტურებს სსგს თბ--–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 23.02.2016 წელს გაცემული განქორწინების მოწმობა. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
- საქმე №190310019002825757 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
…ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
- საქმე №050210018002714670 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №330210118002727378 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №050210018002723026 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №511210018002645746 · ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №050210017002219789 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.03.2018
- საქმე №050210018002250309 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება