1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.
2. დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებას წარუდგენენ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაქორწინების მსურველმა პირებმა განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, ასევე უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.
4. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია.
5. დაქორწინების მსურველ პირთა მოთხოვნით ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.
6. ქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310017002035802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
…ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია.,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. იმავე კანონის 52-ე მუხლის თანახმად, 1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება