1. ქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
ბ) პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება;
ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება გაშვილების შედეგად ნათესაური ურთიერთობის მოშლის შემთხვევაშიც.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.09.2024 კანონი №4442
- 20.03.2015 კანონი №3347
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები 1. ქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე; ბ) პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.ხელშეკრულება; ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება გაშვილების შედეგად ნათესაური ურთიერთობის მოშლის შემთხვევაშიც. თავი3. VI.ამ განქორწინებისმუხლის რეგისტრაციაპირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-195-186-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 61-ე, 1120-ე, 1143-ე მუხლები, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი და განმარტა, რომ არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს პირი, რომელიც უკვე იმყოფება სხვა პირთან…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება