1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
2. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ ერთ-ერთი მათგანის ქორწინებამდელი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).
21. ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა ასევე დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე.
3. თუ ქორწინებაში მყოფი პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა და შეიცვალა გვარი, მისი ხელმეორე ქორწინების ბათილად ცნობამდე მის ნამდვილ გვარად ჩაითვლება ბოლოს რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული გვარი.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.04.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.04.2018 კანონი №2149
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. დაქორწინების მსურველი პირის მიერ გვარის შეცვლა 1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. 2. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ ერთ-ერთი მათგანის ქორწინებამდელი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი). 21. ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა ასევე დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე. 3. თუ ქორწინებაში მყოფი პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა და შეიცვალა გვარი, მისი ხელმეორე ქორწინების ბათილად ცნობამდე მის ნამდვილ გვარად ჩაითვლება ბოლოს რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული გვარი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1216-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
ამ მხრივ საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 53.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე, ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება