1. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემების გაცემა ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მშვილებელი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მიიღოს ინფორმაცია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ.
3. ნაშვილები უფლებამოსილია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიიღოს შეზღუდვების გარეშე, თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა. ნაშვილებზე შვილად აყვანის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის პირველ, მე-3, მე-5 მუხლებზე, ასევე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
- საქმე №ას-1071-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
…იცოდეს მონაცემთა დამუშავების მიზნები. 9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გ.ძ–ის შემთხვევაში მოსარჩელემ დაათვალიერა დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა მამობის დადგენას (შვილად აყვანის რეგისტრაცია), რაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, ასევე სსსკ-ის 350-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება