1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:
ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ნაშვილების დაბადების ხელახალ რეგისტრაციას.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №749
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობისცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ 1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობისცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდანშესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდანგამოტანიდან 30 დღის ვადაშივადაში: ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციასრეგისტრაციას; დაბ) შესაბამისისასამართლოს ცვლილებაგადაწყვეტილების (ცვლილებები)საფუძველზე შეაქვსახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.ჩანაწერში; 3.გ) ამ მუხლით დადგენილი წესით შვილად აყვანის რეგისტრაციის შემთხვევაში მშვილებელი უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერსაფუძველზე ძალაშიამ შესვლიდანკანონის არა42-ე უგვიანესდა 3043-ე დღისამუხლებით მოითხოვოსგათვალისწინებულ ნაშვილებისშემთხვევებში ანახორციელებს მისინაშვილების მშობლისდაბადების (მშობლების)ხელახალ მონაცემების შეცვლა ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.რეგისტრაციას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
კასატორი ასევე მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 32-ე, 35-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.
- საქმე №ა-4500-გან-8-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2019
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის…
- საქმე №ა-1159-გან-2-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება