1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მამობის დადგენის შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
2. მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილება შეაქვს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №050310017002210895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
…- 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით თუ მას მიმართავს უფლებამოსილი პირი, შესაბამისი განცხადებით და 2. სასამართლო წესით გადაწყვეტილების მიღების გზით.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლები აკონკრეტებს თუ როგორ ხდება მამობის დადგენა პირველ შემთხვევაში _ მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვისას (32-ე მუხლი) და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (33-ე მუხლი).
- საქმე №080210017001825577 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი,,მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ: გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ” ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით კი მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილება შეაქვს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება