1. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:
ა) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;
ბ) ბავშვს (სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ), მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
გ) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.
2. მამობის დადგენის თაობაზე მშობელთა ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დედის ორსულობის პერიოდში. ამ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის საჭირო არ არის მშობელთა ახალი განცხადების წარდგენა, თუ წინა განცხადება არ იქნა გამოთხოვილი ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ.
3. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ:
ა) ბავშვი, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში, ან თუ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;
გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ;
დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3347
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება 1. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ: ა) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად; ბ) ბავშვს ((სრულწლოვანების სრულწლოვანების მიღწევის შემდეგშემდეგ), ), მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით; გ) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. 2. მამობის დადგენის თაობაზე მშობელთა ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დედის ორსულობის პერიოდში. ამ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის საჭირო არ არის მშობელთა ახალი განცხადების წარდგენა, თუ წინა განცხადება არ იქნა გამოთხოვილი ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ. 3. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ: ა) ბავშვი, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში, ან თუ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ; დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
კასატორი ასევე მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 32-ე, 35-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.
- საქმე №ას-1258-1180-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2016
…ბიუროს 2014 წლის 27 მაისის №... ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ა. კ-ის ბიოლოგიური მამაა.ამასთან, როგორც აღინიშნა, არ არსებობდა აღნიშნულ დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი. 5.1.6. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ასევე მართებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- საქმე №050310017002210895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
…არსებობს, - 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით თუ მას მიმართავს უფლებამოსილი პირი, შესაბამისი განცხადებით და 2. სასამართლო წესით გადაწყვეტილების მიღების გზით.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლები აკონკრეტებს თუ როგორ ხდება მამობის დადგენა პირველ შემთხვევაში _ მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვისას (32-ე მუხლი) და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (33-ე მუხლი).
- საქმე №160210019002960325 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 03.07.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლი,,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 39-ე მუხლები;,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1.,, სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად,…
- საქმე №080210017001825577 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
…ბავშვის მამობის აღიარებას. 6.2.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის თანახმად 31-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ მამობის დადგენის შემთხვევაში რეგისტრაციას ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი,,მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ: გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება