1. დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით და ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
2. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა.
3. ქორწინებაში არმყოფი მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით.
4. თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება.
5. ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის და დედის განცხადების საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები − მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.
6. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბავშვი არ ჩაითვლება დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად, თუ დაბადების რეგისტრაციისას წარდგენილი იქნება ბავშვის დედისა და მისი მეუღლის შესაბამისი განცხადება.
7. ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის განცხადების გარეშეც განხორციელდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო დაბადების რეგისტრაციის შესახებ, 1 წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. თუ მონაცემების გასაჩივრების უფლების წარმოშობის დროისთვის ბავშვის მშობელი არასრულწლოვანია, გასაჩივრების ვადა აითვლება მის მიერ სრულწლოვანების მიღწევიდან.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3347
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მშობლების ჩაწერა 1. დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით და ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. 2. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა. 3. ქორწინებაში არმყოფი მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 44. . თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება. 5. ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის და დედის განცხადების საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები − მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე. 66. . ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბავშვი არ ჩაითვლება დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად, თუ დაბადების რეგისტრაციისას წარდგენილი იქნება ბავშვის დედისა და მისი მეუღლის შესაბამისი განცხადება. 77. . ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის განცხადების გარეშეც განხორციელდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო დაბადების რეგისტრაციის შესახებ, 1 წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. თუ მონაცემების გასაჩივრების უფლების წარმოშობის დროისთვის ბავშვის მშობელი არასრულწლოვანია, გასაჩივრების ვადა აითვლება მის მიერ სრულწლოვანების მიღწევიდან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-186-178-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2016
სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1189-ე მუხლის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს მამკვიდრებლის ბიოლოგიურ შვილს და მის პირველი რიგის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება.
- საქმე №ას-1146-1078-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2015
87-88) სარჩელი დაკმაყოფილდა და 2010 წლის 3 ივნისს დაბადებული ან-ა-მა- კი-ის მამად ცნობილ იქნა მოსარჩელე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1190-ე მუხლის მეორე ნაწილი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ], ხოლო 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით (ს.ფ. 92-99) 2010 წლის 3 ივნისს დაბადებული ან-ა-მა- კი-ს გვარად…
- საქმე №330310017001847492 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2020
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №01-5/ნ-№19 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული,,დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის'' მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ცნობაში ბავშვის მშობლების შესახებ მონაცემები შეიტანება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ნების გამოხატვა შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაიბადა ბავშვი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება