თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
ბ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ქმედების განხორციელებისათვის ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები;
გ) მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №160310016001237428 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
…წარმოდგენილ მასალებზე, კერძოდ, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის N01/311335 წერილზე, საიდანაც დგინდება, რომ სააგენტოში დაცული მონაცემებით ა----- ა-–---ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
- საქმე №200310018002546643 · თელავის რაიონული სასამართლო · 28.12.2018
…დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა. ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
- საქმე №200310017002096022 · თელავის რაიონული სასამართლო · 28.02.2018
…დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა. ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება