1. განცხადების განხილვისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე განმცხადებელი უფლებამოსილია უარი თქვას თავის მოთხოვნაზე.
2. განმცხადებლის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება