1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც უნდა წარედგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
5. სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით. სააგენტო უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გამოიყენოს.
6. სააგენტოს/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (შემდგომ − ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა, ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
7. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება აგრეთვე მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადის ათვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იწყება.
8. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2475 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №418
- 06.06.2018 კანონი №2475
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც უნდა წარედგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 5. სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით. სააგენტო უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გამოიყენოს. 6. სააგენტოს/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (შემდგომ − ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა, ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. 7. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება აგრეთვე მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადის ათვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იწყება. 8. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310015001168297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
…პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება