1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირისთვის, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გარდაცვალების რეგისტრაციის მონაცემები ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
3. საქართველოს სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლებისა, გაიცემა პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნით.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც შესაბამისი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ან საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე უნდა დაუბრუნდეს მის გამცემ ორგანოს.
6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6939 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6939
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირისთვის, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. გარდაცვალების რეგისტრაციის მონაცემები ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. 3. საქართველოს სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის ტერიტორიულ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. სამოქალაქო აქაქტის ტის ჩანაწერის ასლი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლებისა, გაიცემა პერსონალური მონაცემის მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნით. 5. აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც შესაბამისი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ან საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე უნდა დაუბრუნდეს მის გამცემ ორგანოს. 6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემები სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-428(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
…არქივში წარდგენილ იქნა მამის - ა. კ-ის გარდაცვალების მოწმობა და თავისი დაბადების მოწმობა, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ არსებობდა თ.მ-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ასლის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის გადაცემული ა.კ-ის დაბადების…
- საქმე №ბს-830-822(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2017
…იმ შემთხვევაში თუ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობაში, რომლის საფუძველზეც ხდებოდა გარდაცვალების რეგისტრაცია (იმჟამად მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 881 მუხლის „გ-ა“ ქვეპუნქტები, ამჟამად მოქმედი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 7.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), სისკვდილის მიზეზის ამსახველი შესაბამისი გრაფის „ა“ ქვეპუნქტში სიკვდილის უშუალო მიზეზად ჩაიწერება…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება