1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით;
ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება);
გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია:
ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა;
გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;
დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა;
ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა:
ე.ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა;
ე.ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა;
ე.გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;
ე.დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;
ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა;
თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
ი) ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს და გასცეს მის შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.
4. საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ან ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები საკონსულო თანამდებობის პირისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკონსულო დაწესებულების დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლები, მათი განხორციელების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6317
- 25.05.2012 კანონი №6301
- 16.03.2012 კანონი №5851
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისშეცვლისა ა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია; დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა; ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა: ე.ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა; ე.ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა; ე.გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ე.დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა; თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; ი) ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს და გასცეს მის შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. 4. საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ან ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები საკონსულო თანამდებობის პირისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკონსულო დაწესებულების დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლები, მათი განხორციელების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(37)
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში…
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“…
- საქმე №ბს-493(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-9, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლები, დეტალურად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს/ აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები.
- საქმე №ბს-88(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის" 58-ე, 59-ე მუხლებზე.
- საქმე №ბს-1333(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
…გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას. ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის…
- საქმე №ა-6046-შ-154-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2025
- საქმე №ბს-468(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.09.2023
- საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-344(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ა-3307-შ-97-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2022
- საქმე №ბს-390(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
- საქმე №ა-1397-შ-28-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ა-3561-შ-95-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2020
- საქმე №ა-5294-შ-158-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
- საქმე №ა-4513-შ-141-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2019
- საქმე №9063386 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2019
- საქმე №ა-1430-შ-31-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2013
- საქმე №330310017001847492 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2020
- საქმე №330310017002225785 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №330310018002307533 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №330310018002261653 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330310017002035802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330310014648413 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330310015001168297 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №330310017002076972 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2018
- საქმე №330310016001288815 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2018
- საქმე №330310019002915378 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №330310019002913405 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.07.2019
- საქმე №020310519002802979 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №190310019002825757 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330310018002769648 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310018002659808 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №330310018002685888 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330310018002249376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
- საქმე №330310018002329130 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.07.2018
- საქმე №020310017002120783 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №010310017001799505 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება