1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა. ფორსმაჟორული გარემოებები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მატერიალური ასლის სახით, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა.
2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4323 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №418
- 22.02.2019 კანონი №4323
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა 1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა. ფორსმაჟორული გარემოებები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მატერიალური ასლის სახით, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა. 2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესიწესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე…
- საქმე №330310018002249376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
…წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები, აგრეთვე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება