საქართველოში ნამდვილად ითვლება:
ა) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადასტურებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მატერიალური ასლები/ელექტრონული ასლები, რომლებიც შედგენილია საქართველოში ან საკონსულო დაწესებულების მიერ, მათი შედგენის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია და ლეგალიზებულია ან აპოსტილით დამოწმებულია საზღვარგარეთ, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია საქართველოში რელიგიური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცი ის უფლებამოსილ ების მქონე ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი შედგენის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №418
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა საქართველოში ნამდვილად ითვლება: ა) სამოქალაქო აქტების ჩანაწერები,მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადასტურებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მატერიალური ასლები/ელექტრონული ასლები, რომლებიც შედგენილია საქართველოში ან საკონსულო დაწესებულების მიერ, მათი შედგენის მომენტისთვისდროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია და ლეგალიზებულია ან აპოსტილით დამოწმებულია საზღვარგარეთ, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია საქართველოში რელიგიური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცი ის უფლებამოსილ ების მქონე ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი შედგენის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
კერძოდ, უგულებელყო აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ არაავთენტიკურ ქორწინების მოწმობას, მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებას და უნდა მიეღო კანონით გათვალისწინებული ყველა ღონე, რათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოეკვლია საქმის ნამდვილი გარემოებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები;
- საქმე №ბს-493(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2025
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, აპელირებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-9, 79-ე მუხლებზე, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელის მამის დაბადების შესახებ საეკლესიო ჩანაწერზე (ა.
- საქმე №ას-170-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2023
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მითითებული საკითხის სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, შესაბამისად, უარყოფს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ნამდვილად ითვლება სამოქალაქო ატების ჩანაწერები და სამოქალაქო…
- საქმე №ბს-344(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ნამდვილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის…
- საქმე №020310018002547000 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.02.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი,,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8, მე–9, 76–ე, 79–ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე8 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტით საქართველოში ნამდვილად ითვლება…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება