1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.
2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შეივსოს უცხოურ ენაზე.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №418
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას. 2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იბეჭდება და ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილგანსაზღვრულ შემთხვევებში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება დაიბეჭდოს ან/და შეივსოს უცხოურ ენაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე,…
- საქმე №ბს-741-741(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2019
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.
- საქმე №330310016001611868 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებაში მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლებზე და განმარტა, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ იძებნება, რის გამოც ქორწინების მოწმობის გაცემა შეუძლებელია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება