1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2767 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3131 – ვებგვერდი, 27.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 13.06.2023 კანონი №3131
- 29.06.2018 კანონი №2767
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(92)
- საქმე №ბს-376(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
- საქმე №ბს-159(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…გამოცემაზე. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის…
- საქმე №ბს-255(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10, 28-ე, 37-ე, 42-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ინფორმაციის გაცემას ითხოვს სწორედ დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან, რომელსაც უფლება აქვს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების გასაჯაროების საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-189(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი აწესრიგებს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
- საქმე №ბს-1023(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
ასევე, არსებობის შემთხვევაში, პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია, 2021-2022 წლებში) გაცემა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ეკისრება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 და 28-ე მუხლების შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
- საქმე №ბს-708(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-1042(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ბს-334(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-122(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
- საქმე №ბს-39(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
- საქმე №ბს-1359(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-748(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-717(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-314(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №ბს-499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
- საქმე №ბს-776(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
- საქმე №ბს-364(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ბს-687(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ბს-620(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ბს-183(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-645(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
- საქმე №ბს-1299(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ბს-889(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-261-261(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-85-85(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
- საქმე №ბს-936-932(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
- საქმე №ბს-599-596(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
- საქმე №ბს-729-725(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
- საქმე №ბს-680-676(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2017
- საქმე №ბს-494-491(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
- საქმე №ბს-687-680(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2017
- საქმე №ბს-33-32(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2017
- საქმე №ბს-49-48(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2016
- საქმე №ბს-425-418(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2016
- საქმე №ბს-134-132(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-403-398(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2015
- საქმე №ბს-371-367(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2014
- საქმე №ბს-406-395(3კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2014
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 92-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება