1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.
2. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-410(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2022
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე, 25-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-12, 31-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჯარო ხელისუფლების, მათ შორის, სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის ვალდებულებაა ბინის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისათვის სათანადო, საბინაო პირობების შექმნა და დროებითი თავშესაფრის სახით ბინის ქირის კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
- საქმე №ბს-602(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
კასატორების მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, კოეფიციენტის გადაჭარბების შესაძლებლობას „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველების შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი (2015 წელს მოქმედი რედაქციით) ადგენდა მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში. სადავო შემთხვევაში არაფრით დადგენილა, არც დასახელებულა დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზი.
- საქმე №ბს-43-42(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და არასწორად განმარტა კანონი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე და 34-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და 22-ე მუხლები. ამასთან, კასატორთა განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას უხეშად…
- საქმე №ას-752-1078-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
…საპროცესო და სამოქალაქო კოდექსებისა და “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის საფუძველზე, არამედ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის დაცვით, უფრო ახალი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე. დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების, 43-ე მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, მე-60 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე…
- საქმე №ას-752-1078-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
…საპროცესო და სამოქალაქო კოდექსებისა და “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის საფუძველზე, არამედ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის დაცვით, უფრო ახალი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე. დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების, 43-ე მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, მე-60 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე…
- საქმე №ბს-623-590(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2007
- საქმე №ბს-865-828(გ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2006
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №120310017002202733 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.10.2018
- საქმე №330310017002023326 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2018
- საქმე №330310016001401950 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2018
- საქმე №120310017002202733 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 24.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება