საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-777(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
…საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის, 72-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად - 1.
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს შპს „…ის“ მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) საჯარო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ ვალდებულებათა (მათ შორის, 35-ე, 36-ე და 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები) განუხორციელებლობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი…
- საქმე №ბს-134-132(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულების ვალდებულებაზე შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში.
- საქმე №ბს-857-851(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2013
საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო დაემუშავებინა მონაცემები იმ პროცესების თაობაზე, რომლის მონაწილეცაა, ასევე ეწარმოებინა შესაბამისი რეესტრი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, „საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა…
- საქმე №ბს-97-97(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2012
…უფლების წარმოშობის შესახებ ¹007/887 შეტყობინება გამოსცა 2010 წელს, 2005 წლის 7 აგვისტოს თარიღით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხიც და დაადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის მთხოვნათა შესაბამისად, არის თუ არა რეგისტრირებული სადავო შეტყობინება და მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
- საქმე №ბს-693-670(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.05.2011
- საქმე №ბს-906-870(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2009
- საქმე №ბს-691-663(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2008
- საქმე №ბს-614-584(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2007
- საქმე №ბს-623-590(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2007
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №330310019002859890 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №330310017002221838 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310018002313222 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №010310016001512153 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330310018002627045 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
- საქმე №330210016001628050 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №010310016001512153 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება