1. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
3. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები 33-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
4. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(253)
- საქმე №ბს-1233(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
გარემოებაზე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 264-ე, 266-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, 32-ე, 34-ე, მე-80, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
- საქმე №ბს-777(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
…კოდექსის 601 მუხლის, 62-ე მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის, 72-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად - 1.
- საქმე №ბს-1118(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ჩატარების გამო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები აღწერილია სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-66(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 32-ე, 34-ე, 53-ე მუხლებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული.
- საქმე №ბს-520(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
სადავო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტის - N84-842127228 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე, 34-ე, მე-601 მუხლები და განმარტა, რომ აქტების ბათილობის კონკრეტული საფუძველი არ არის მითითებული, ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაზედაც მხარე აპელირებს არის საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით.
- საქმე №ბს-693(კ-კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №ბს-962(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-861(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ბს-564(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ბს-589-589(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-43-42(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
- საქმე №ბს-92-91(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2017
- საქმე №ბს-855-847(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2017
- საქმე №ბს-806-798(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2016
- საქმე №ბს-312-308(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2014
- საქმე №ბს-110-103(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ბს-1445-1427(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2013
- საქმე №ბს-60-55(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2013
- საქმე №ბს-548-539(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2013
- საქმე №ბს-785-769(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2013
- საქმე №ბს-391-386(3კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2012
- საქმე №ბს-631-619(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2012
- საქმე №ბს-477-471(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2012
- საქმე №ბს-209-207(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2012
- საქმე №ბს-1546-1525(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2012
- საქმე №ბს-1251-1237(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2011
- საქმე №ბს-256-253(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2011
- საქმე №ბს-1668-1624(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2011
- საქმე №ბს-167-161(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2010
- საქმე №ბს-902-864(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2010
- საქმე №ბს-354-339(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
- საქმე №ბს-1022-980(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2009
- საქმე №ბს-156-151(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2009
- საქმე №ბს-166-160(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2009
- საქმე №ბს-445-424(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2009
- საქმე №ბს-1170-1132(3კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2009
- საქმე №ბს-1520-1477(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2009
- საქმე №ბს-1471-1429(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.03.2009
- საქმე №ბს-1022-986(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
- საქმე №ბს-954-918(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 253-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება