1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(87)
- საქმე №ბს-1354(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2025
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მესამე პუნქტი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმას, კერძოდ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია…
- საქმე №ბს-159(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „სამოქალაქო და…
- საქმე №ბს-255(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10, 28-ე, 37-ე, 42-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ინფორმაციის გაცემას ითხოვს სწორედ დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან, რომელსაც უფლება აქვს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების გასაჯაროების საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-15(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.
- საქმე №ბს-708(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
…პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას.
- საქმე №ბს-1042(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ბს-1359(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-748(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ბს-340(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ბს-314(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №ბს-776(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
- საქმე №ბს-364(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ბს-687(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ბს-183(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-1299(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ბს-889(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-936-932(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
- საქმე №ბს-599-596(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
- საქმე №ბს-918-910(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №ბს-425-418(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2016
- საქმე №ბს-134-132(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-403-398(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2015
- საქმე №ბს-527-518(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2013
- საქმე №ბს-1504-1466(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2013
- საქმე №ბს-1484-1466(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2012
- საქმე №ბს-758-752(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2011
- საქმე №ბს-1278-1240(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ბს-69-67(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2009
- საქმე №ბს-1435-1393(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2009
- საქმე №ბს-352-339(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2008
- საქმე №ბს-614-584(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2007
- საქმე №ბს-849-811(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2007
- საქმე №ბს-1061-1012(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2007
- საქმე №ბს-326-310(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2007
- საქმე №ბს-1027-980(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2007
- საქმე №ბს-623-590(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2007
- საქმე №ბს-553-522(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.12.2006
- საქმე №ბს-333-317(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2006
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 87-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება