ბრძანება N 2715

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.02.2023
№ დოკუმენტი 2715
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2715

14.02.2023

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ -------- )

(მის: --------- )

2022 წლის 28 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 და 27 იანვრის სხდომებზე (ოქმი №2 და №7) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------- ) №76836/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქონლის დეკლარირება ხორციელდებოდა მათ ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე. ყოველ განბაჟებაზე საბაჟოზე იტვირთებოდა ექსპორტის დეკლარაცია - უტყუარი დოკუმენტაცია იმისა, რასაც გზავნიდა თურქეთის საბაჟო და თურქული კომპანიის მიერ მოწოდებული ინვოისები, რომელიც ემთხვეოდა მათ მიერ მიღებული საქონლის რაოდენობას. მათთვის უცნობია ის მასალები და საბუთები რის გამოც მოხდა თანხის დამატებით დარიცხვა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №26125 ბრძანებით დაინიშნა შპს „--------“ (ს/ნ "------") სახელზე №-------- 31.08.2019, №------ 25.08.2019, №------- 03.04.2019, №-------31.07.2019, №------ 26.07.2019, №------ 13.05.2019, №------08.08.2019, №------- 08.08.2019, №---------24.04.2019, №------- 05.09.2019, №------- 19.08.2019 და №------- 04.09.2019 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით შპს „--------“ (ს/ნ --------) მიერ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი თურქეთიდან. აღნიშნული დეკლარაციები თანმხლებ დოკუმენტებთან გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში და თურქეთის შესაბამისი სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მათი შესატყვისი ექსპორტის დოკუმენტაცია, რის პასუხად №------- 03.12.2021 წერილით მიღებულია ექსპორტის დეკლარაციების დამოწმებული ასლები.

საბაჟო ორგანოში არსებული და თურქეთიდან მოწოდებული მასალების დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობა, ამასთან, №------ 31.08.2019, №-------- 25.08.2019, №------- 31.07.2019, №-------- 26.07.2019, №------- 08.08.2019, №------- 08.08.2019, №------- 05.09.2019, №11116/C 8580 19.08.2019 და №------04.09.2019 იმპორტის დეკლარაციებში მიწოდების პირობად დაფიქსირებულია „CIP თბილისი“, ხოლო შესატყვის ექსპორტის დოკუმენტებში „FCA ------“

მიღებული დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა და ვინაიდან აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოძიებულ იქნა თითქმის იმავე დროს იმპორტირებული, თითქმის იგივე რაოდენობის იდენტური საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის გათვალისწინებით ტრანსპორტირების ღირებულებამ შეადგინა ერთ პარტიაზე 1700 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „--------“ (ს/ნ -------) მიერ №------- 31.08.2019, №------- 25.08.2019, №------03.04.2019, №------- 31.07.2019, № ------- 26.07.2019, №------- 13.05.2019, №-------- 08.08.2019, №------- 08.08.2019, №------- 24.04.2019, №------- 05.09.2019, №-------- 19.08.2019 და №------ 04.09.2019 საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემების შეტანით, საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირდა ჯამში 479420,56 ლარით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება.

შემოწმების შედეგად, შპს „--------- “ (ს/ნ ------- ) №------- 31.08.2019, №------- 25.08.2019, №------03.04.2019, №------- 31.07.2019, № ------- 26.07.2019, №------- 13.05.2019, №-------- 08.08.2019, №------- 08.08.2019, №------- 24.04.2019, №------- 05.09.2019, №-------- 19.08.2019 და №------ საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი - დამატებული ღირებულების გადასახადი 86338,79 ლარი. ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა - 86338,79 ლარი.

ამავდროულად, “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები №-------- 02/11/2022 წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილიკი ადგენს, რომ ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანია საქონლის დეკლარირებას ახორციელებდა თურქული კომპანიის მიერ მოწოდებული თურქეთის საბაჟო ორგანოს მიერ დამოწმებული ინვოისების საფუძველზე, რომელიც ემთხვეოდა მათ მიერ მიღებული საქონლის რაოდენობას.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტში არსებული მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები;

გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.