საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (123)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №257 |
|
2019 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს: |
1.
ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ (დანართი №1). |
2.
ინსტრუქცია „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2). |
3.
ინსტრუქცია „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3). |
4.
ინსტრუქცია „გარანტიის შესახებ“ (დანართი №4). |
5.
ინსტრუქცია „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ (დანართი №5). |
6.
ინსტრუქცია „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ (დანართი №6). |
7.
ინსტრუქცია „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ (დანართი №7). |
8.
ინსტრუქცია „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8). |
9.
ინსტრუქცია „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ (დანართი №9). |
10.
ინსტრუქცია „თავისუფალი ზონის პროცედურის შესახებ“ (დანართი №10). |
11.
ინსტრუქცია „დროებითი შემოტანის პროცედურის შესახებ“ (დანართი №11). |
12.
ინსტრუქცია „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ (დანართი №12). |
13.
ინსტრუქცია „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ (დანართი №13). |
14.
ინსტრუქცია „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ (დანართი №14). |
15.
ინსტრუქცია „ექსპორტის პროცედურის შესახებ“ (დანართი №15). |
16.
ინსტრუქცია „რეექსპორტის შესახებ“ (დანართი №16). |
17.
ინსტრუქცია „მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის შესახებ“ (დანართი №17). |
18.
ინსტრუქცია „საქონლის განკარგვის შესახებ“ (დანართი №18). |
19.
დეკლარირების კლასიფიკატორი (დანართი №19). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და №2-II-01 – №2-II-03 დანართებისა, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი და №2-II-01 – №2-II-03 დანართები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
| მუხლი 5 |
ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 11 სექტემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 29.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №257. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017230.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 123 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“, №257, 29.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4644552/